კომპანი: "ჩემპიონთა ლიგას "მანჩესტერ სიტი" მოიგებს"

13-02-2018, 15:38

"მანჩესტერ სიტის" ერთ-ერთი ლიდერი და გუნდის კაპიტანი ვენსან კომპანი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს უეფას ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია.

"მანჩესტერ სიტის" მეტოქე მერვედფინალურ ეტაპზე "ბაზელი" იქნება და ამ შეხვედრის უდავო ფავორიტი სწორედ პეპ გვარდიოლას გაწვრთნილი გუნდია.

"ამჟამად ჩვენი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს, ნამდვილად შეგვიძლია სასურველი შედეგის მიღწევა და წელს თუ არა მომავალ წელს მაინც ამ ტურნირს მოვიგებთ", - აცხადებს კომპანი.

"ბაზელისა" და "მანჩესტერ სიტის" შეხვედრა დღეს 23:45-ზე დაიწყება.


  • beka10
  • 13 თებერვალი 2018 15:39
komp mevasebi <3

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით