• 03-08-2023
    ანდრეი დემჩენკო: “მეტოქე კარგად გვყავს შესწავლილი”
    ანდრეი დემჩენკო: “მეტოქე კარგად გვყავს შესწავლილი”

    “ვორსკლასთან” შეხვედრამდე გორის “დილას” მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ პრესკონფერენცია გამართა.

    “ვორსკლასთან პირველი მატჩის შემდეგ ბევრი რამ გავაანალიზეთ, ჩვენ დაწვრილებით გავიარეთ გასული მატჩების ყველა შეცდომა და შევეცდებით საპასუხო მატჩი ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ. პირველმა მატჩმა მეტოქისგან ბევრი ისეთი ნიუანსი გვანახა რასაც არ მოველოდით, თუმცა ახლა შემიძლია ვთქვა რომ მეტოქე კარგად გვყავს შესწავლილი, თუ გვინდა რომ მოედანზე ვდომინირებდეთ აუცილებელია ბურთის კონტროლი მოვახერხოთ. ჩვენი გულშემატკივარი ყოველთვის დიდ ძალას გვაძლევს და საკუთარ მოედანზე მათთან ერთად ამ ორ რაუნდიანი ბრძოლის მოგების ძალა შეგვწევს”. - განაცხადა დემჩენკომ.

    ცნობისთვის შეხვედრა 20:00 საათზე აიღებს სტარტს.

    Facebook კომენტარები