პოჩეტინო: "ჩვენი და "იუვენტუსის" ისტორიის შედარება შეუძლებელია"

13-02-2018, 16:36

"ჩემპიონთა ლიგის" პირველი მერვედფინალური დაპირისპირების წინ "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ თავის მეტოქეზე, ტურინის "იუვენტუსზე" ისაუბრა. 

არგენტინელმა სპეციალისტმა იტალიური გრანდის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაინანა და საკუთარ მიზანზეც გააკეთა კომენტარი. 

"ჩვენი და "იუვენტუსის" ისტორიის შედარება შეუძლებელია. უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ისინი ორჯერ გავიდნენ ფინალში. მაგრამ ჩვენ კარგი გეგმა გვაქვს და მათ დონეზე გვსურს ასვლა. ხვალ ვნახავთ, შევძლებთ თუ არა მათთვის წინააღდეგობის გაწევას".

"მოტივაციით, ენეგიითა და სურვილით ვითამაშებთ. ჩვენს პრინციპებს ვერ შევცვლით. უნდა ვიყოთ აგრესიულებუ, მამაცები და მეტოქეს პატივი უნდა ვცეთ. როდესაც თამაში დავიწყე, ასეთ შეხვედრებში მონაწილეობის მიღებაზე ვოცნებობდი". - განაცხადა მაურისიო პოჩეტინომ 


საინტერესო

  • AM11
  • 13 თებერვალი 2018 16:55
mgonia ro ar waagebs totenhemi

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით