ბექჰემი: "საქართველოში ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა"

14-02-2018, 01:22

ფეხბურთის ლეგენდა და ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი დევიდ ბექჰემი, რომლის მეუღლეც, ვიქტორია ბექჰემი არანაკლები პოპულარობით სარგებლობს ბრიტანეთში, მომავალ ცოლზე საუბრისას იხსენებს, რომ მისი რომანტიკული ისტორია საქართველოსა და მის დედაქალაქს, თბილისს უკავშირდება.

ბექჰემი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში წერს: "1996 წლის ნოემბერი იყო. საქართველოს დედაქალაქ თბილისში, სასტუმროს ნომერში ვიჯექი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ. ტელევიზორი მუსიკალურ არხზე იყო ჩართული, რომელიც "სპაიზ გერლზის" ახალ კლიპს აჩვენებდა. მაშინ ვნახე პირველად ეკრანზე ვიქტორია, რომელსაც ძალიან მიმზიდველი შავი კოსტიუმი ეცვა. მაშინ ვუთხარი გარი ნევილს, რომ ამ გგოგოს უნდა შევხვედროდი".

დევიდი და ვიქტორია 15 წელია ცოლ-ქმარი არიან და ამჟამად 4 შვილი ჰყავთ, სამი ვაჟი და ერთი გოგონა.


საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით