"მეთოფეები" შვედეთში: ვენგერმა გამარჯვება დაგეგმა

14-02-2018, 16:36

არსენ ვენგერის "მეთოფეები" ბრძოლას "ევროპა ლიგაზე" აგრძელებენ, სადაც შვედურ "ესტერსუნდს" დაუპირისპირდებიან და შემდეგ ეტაპზე გასვლას ეცდებიან. სკანდინავიელებმა "ევროპა ლიგის" ჯგუფური ეტაპი 11 ქულით მე-2 ადგილზე დაასრულეს და ჯგუფში უკრაინული "ზორიასთან" ერთად გერმანული "ჰერტაც" ჩატოვეს.

8 გატანილი და 4 გაშვებული გოლის შემდეგ შვედური კლუბი შემდეგ ეტაპზე გავიდა, თუმცა შეიძლება ითქვას მეტოქე გუნდში არ გაუმართლა და დიდი ალბათობით ამ შეხვედრაშიც "მეთოფეები" გაისვრიან. იმის ფონზე, რომ "არსენალი" ხითარიანით და ობამეიანგით გაძლიერდა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ ჯგუფს გამოკვეთილი ფავორიტი უკვე ჰყავს, თუმცა ყველა კითხვას პასუხი 15 თებერვალს "ჯამთკრაფტის" სახელობის სტადიონზე გაეცემა.


უცხოური მედიის აზრით, "არსენალმა" გადალახა ისეთი გუნდების ბარიერი, როგორიცაა "ბატე", რომელსაც 6:0 მოუგო, თუმცა "ესტერსუნდსი" უფრო მეტს შესთავაზებს ვენგერს და არაა გამორიცხული სკანდინავიის კუნძულები "ლულის" გარეშე დატოვონ.





  • goga1996
  • 14 თებერვალი 2018 22:20
გადაუვლიან

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით