მინო რაიოლა "მანჩესტერ იუნაიტედს" იკარდის შეძენაში დაეხმარება

15-02-2018, 18:43

მილანის "ინტერის" ცენტრალურ თავდამსხმელსა და კაპიტანს, მაურო იკარდის არაერთი მსურველი ჰყავს. ყველაზე აქტიურად, მის შესაძენად მადრიდის "რეალი" იბრძვის.

როგორც Carrieri dello Sport-ი წერს, რადარზე "მანჩესტერ იუნაიტედიც" გამოჩნდა, რომელიც მზად არის, რომ არგენტინელი შემტევი გამოსასყიდი თანხა, 100 მილიონი ევრო გადაიხადოს. 

ამასთან, მაურო იკარდის აგენტი მინო რაიოლაა, რომელსაც "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა აქვს. რაიოლამ, ბოლო ორი სეზონის განმავლობაში, ჰენრიხ მხითარიანი, პოლ პოგბა და რომელუ ლუკაკუ "ოლდ ტრაფორდზე" გაასხვისა.

იტალიური გამოცემის ინფორმაციით, რაიოლა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჟოზე მოურინიო იკარდის ტრანსფერში დაეხმაროს. 



  • AM11
  • 15 თებერვალი 2018 18:50
realshi uketesi ikneba

Unitedi xo ver chamoyalibda://

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით