საბა კვირკველია ესპანელმა მანდილოსნებმა გამოარჩიეს

15-02-2018, 21:22

მოსკოვის "ლოკომოტივი", რომელშიც ქართველი ცენტრალური მცველი, საბა კვირკველია ასპარეზობს, ზამთრის შესვენების დროს ესპანეთში გადიოდა შეკრებას.

მოსკოველებმა ვარჯიშის გარდა ასევე გართობისთვისაც მოიცალეს და საინტერესო გამოკითხვა ჩაატარეს. კერძოდ, ადგილობრივ გოგონებს გუნდის ფეხბურთელების ფოტოებისგან შემდგარი კალენდარი აჩვენეს, რათა "ლოკომოტივის" ყველაზე მიმზიდველი ფეხბურთელი გამოევლინათ.

საინტერესოა, რომ აღნიშნულ გამოკითხვაში ქართველმა ცენტრალურმა მცველმა, საბა კვირკველიამ გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ 26 წლის ქართველმა გამოკითხვაში ვედრან ჩორლუკასა და მანუ ფერნანდეშს აჯობა.


 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით