იკარდი "ინტერს" "ბაიერნში" გაცვლის

16-02-2018, 15:54

Bild-ის ცნობით, მილანის "ინტერის" არგენტინელი ფორვარდით "ბუნდესლიგის" ლიდერი "ბაიერნია" დაინტერესებული. ჰაინკესი და კლუბის მესვეურები მზად არიან არგენტინელს სარფიანი კონტრაქტი შესთავაზონ და ყოველ წელს 7,5 მილიონი ევრო გადაუხადონ.

წყაროს ინფორმაციით, იტალიელები მზად არიან არგენტინელი გამოსასყიდელის თანხის, 110 მილიონის სანაცვლოდ გაუშვან. იკარდის აღნიშნული კონტრაქტი 2018 წლის ივნისში ეწურება და დიდი ალბათობით 25 წლის შემტევი კლუბს დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ იკარდი "ინტერის" ღირსებას 2013 წლიდან იცავს და კლუბის მაისურით 95 გოლი აქვს გატანილი.



  • goga1996
  • 16 თებერვალი 2018 16:13
რა ვერ წავიდა

modi modi :))

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით