ფიფამ ახალი წესები დააანონსა

17-02-2018, 00:03

ფრანგული გამოცემა L'equipe-ს ინფორმაციით, უახლოეს მომავალში მსოფლიო ფეხბურთში დიდი ცვლილებები იგეგმება.

მიმდინარე თვის 28 რიცხვში ფიფას წარმომადგენლები ციურიხში შეიკრიბებიან, სადაც არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელებენ.

როგორც ცნობილია, უახლოეს მომავალში შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა საერთოდ გაუქმდეს. გარდა ამისა, დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდი საკმაოდ შემცირდება, რათა ტრანსფერები ოფიციალური შეხვედრების დაწყების პერიოდს არ დაემთხვეს.

გარდა ამისა, შესაძლოა ფიფამ კლუბებს სახელფასო ჭერი დაუწესოს. მსგავსი წესი ამერიკის საკალათბურთო ასოციაციასი მოქმედებს და საკმაო წარმატებითაც. როგორც ჩანს, მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოშიც მოსწონთ მსგავსი იდეა და მომავალში მის დანერგვას აპირებენ.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით