ვერნერმა ახალი კონტრაქტი იუარა

17-02-2018, 01:32

 Tuttosport-ის ცნობით, "ლაიფციგის" შემტევმა ტიმო ვერნერმა კლუბთან ახალ კონტრაქტს ხელი არ მოაწერა. წყაროს ინფორმაციით გერმანელს მოქმედი კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს კლუბთან და როგორც ცნობილია მისი გამოსასყიდი თანხა 55 მილიონი ევროა.

ახალგაზრდა ფორვარდს ჭორის დონეზე ინგლისურ გრანდებსა და "ბაიერნს" უკავშირებდნენ. ახლა კი, როდესაც ახალ კონტრაქტს ხელი არ მოაწერა შესაძლოა ჭორი რეალობად იქცეს, თუმცა მანამ სანამ ვერნერი კლუბს შეიცვლის "ევროპა ლიგაზე" მეთექვსმეტედფინალიდან "ნაპოლის" გაგდება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ვერნერი "ლაიფციგში" "შტუდგარტიდან" გადავიდა. მიმდინარე სეზონში კი 14 გოლის გატანაც მოახერხა.


  • goga1996
  • 17 თებერვალი 2018 01:35
უეჭველი წავა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით