"მონაკომ" ბურგუნდელები მიწასთან გაასწორა » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

"მონაკომ" ბურგუნდელები მიწასთან გაასწორა

17-02-2018, 03:14

16 თებერვალს, საფრანგეთში, "ლიგა 1"-ის 26-ე ტურის მატჩი გაიმართა, სადაც "მონაკომ" დიჟონს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 4:0 დაამარცხა. 

შეხვედრის პირველ ტაიმში მასპინძელთა შემტევმა კეიტამ ანგარიში გახსნა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. მეორე ტაიმი ცუდად დაიწყო სტუმრებისთვის, შეტევების კასკადს საბოლოო ჯამში კიპერმა რეინეტმა ვეღარ გაუძლო და მატჩშის 69-ე წუთზე ბრაზილიელი ფაბინიოსგან გოლიც მიიღო. შეხვედრას არბიტრის ნიშანი აკლდა, რომელიც მატჩს დაასრულებდა, თუმცა 87-ე წუთზე ლოპესმა სტუმრებს ცივი წყალი გადაასხა, ტაბლოზე კი ანგარიში გამანადგურებელი გახდა. სასტვენამდე რამდენიმე წამით ადრე პოლონელმა გლიკმა "დიჟონის" მედროშეს 53 წლის ოლივერ დალოგლიოს გოლთან ერთად ბურგუნდიის რეგიონში დაბრუნების შანსიც წაართვა - 4:0.

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვებით "მონაკო" მე-2 ადგილზე დამკვიდრდა, ხოლო "დიჟონი" ისევ მე-12 დარჩა.



  • goga1996
  • 17 თებერვალი 2018 03:16
მე-3 გოლზე გატყნენო გავიგე

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით