"არსენალი" ფეკირისთვის იბრძვის

17-02-2018, 15:32

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ლონდონის "არსენალმა" რამდენიმე შემტევი დაიმატა. გუნდს ჰენრიხ მხითარიანი და პიერ-ემერიკ ობამეიანგი შეუერთდნენ. 

მიუხედავად ამისა, არსენ ვენგერი მაინც არ არის კმაყოფილი თავისი შეტევითი ხაზით და ზაფხულში მინიმუმ ერთი ტოპ მოთამაშის მოყვანას აპირებს. 

როგორც Daily Mail-ი წერს, ლიონის "ოლიმპიკის" კაპიტანი, ნაბილ ფეკირი "მეთოფეების" ტოპ სამიზნეა. ინგლისური გუნდი მზად არის, რომ საფრანგეთის ნაკრების ფორვარდში მინიმუმ 45 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს. 

აღსანიშნავია, რომ არსენ ვენგერი ფეკირის გულშემატკივარია და დიდი ხანია ცდილობს მის გადაბირებას. ფრანგული გუნდის ბომბარდირისთვის "ბარსელონაც" აცხადებს პრეტენზიას. 


  • AM11
  • 17 თებერვალი 2018 16:01
arsenalis stilia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით