მიუნხენის "ბაიერნი" მაურო იკარდისთვის ბრძოლაში ჩაერთო

17-02-2018, 15:42

FcInterNews-ის ინფორმაციით, მილანის "ინტერის" ცენტრალურ თავდამსხმელს, მაურო იკარდის კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა. საუბარია მიუნხენის "ბაიერნზე".

როგორც ცნობილია, გერმანული გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, რობერტ ლევანდოვსკის "ბუნდესლიგის" დატოვება და მადრიდის "რეალში" გადასვლა სურს. "ბავარია" კი, ლევანდოვსკი შემცვლელად სწორედ არგენტინელ ფეხბურთელს განიხილავს. 

ამ დროისათვის იტალიურ გუნდსა და მათ კაპიტანს შორის ახალ კონტრაქტზე მიმდინარეობს მოლაპარაკება. "ინტერი" იკარდის ხელფასის სახით 7.5 მილიონ ევროს სთავაზობს, თავად ფეხბურთელი კი 10 მილიონს მოითხოვს. 



  • AM11
  • 17 თებერვალი 2018 15:59
kargi shemcvleli ikneba

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით