"მილანი" მემფის დეპაისთვის იბრძოლებს

17-02-2018, 19:09

მას შემდეგ, რაც "მილანი" აზიელმა ინვესტორებმა იყიდეს, იტალიური გუნდი არაერთ ტრანსფერს ჩარხავს და მსოფლიოს წაყვანი კლუბებიდან ტოპ ფეხბურთელებს ყიდულობს. 

მიუხედავად მრავალი შენაძენისა, მილანური კლუბი მაინც არ არის იმ სიტუაციაში, რომ "სკუდეტოსთვის" იბრძოლოს და ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ მატებაა საჭირო. 

როგორც Calciomercato წერს, ჯენარო გატუზოს ლიონის "ოლიმპიკის" შემტევის, მემფის დეპაის გაფორმება სურს. 

ჰოლანდიელი ფეხბურთელი საფრანგეთში გასულ წელს გადავიდა, მაგრამ ბრუნო ჟენეზიოს გუნდში ძირითად შემადგენლობაში მყარად ვერ დაიმკვიდრა თავი. 

იტალიაში არ გამორიცხავენ იმას, რომ ახალი სეზონიდან მემფისს სწორედ "სან სიროზე" ვიხილავთ. 


  • AM11
  • 17 თებერვალი 2018 19:20
მემფისის ნახვა მილანში საინტერესო იქნება

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით