"დინამომ" ბელარუსული ბარიერი ვერ გადალახა

18-02-2018, 10:30

"დინამო" თბილისმა თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა. კახა კაჭარავას შეგირდები ბელარუსულ სოლიგორსკის ''შახტიორს'' შეხვდნენ და მატჩი ფრედ 1:1 დაასრულეს.

შეხვედრის პირველ ტაიმში ჩვენებურები მინიმალური ანგარიშით 0:1 მარცხდებოდნენ, თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისში ახალწვეულმა ბუდუ ზივზივაძემ წონასწორობა აღადგინა და ტაბლოზე საბოლოო შედეგი 1:1 დააფიქსირა.

შეგახსენებთ, ''დინამო'' შემდეგ მატჩს 22 თებერვალს ყარაგანდის ''შახტიორთან'' გამართავს.

დინამო 1:1 შახტიორი

 
დინამო: ბულისეკრია (გოშაძე 46), რუხაია, ლუცევიჩი, თოთაძე, კობოური, ქარდავა, ივანიშენია, ივანიშვილი, კიტეიშვილი (ნინუა 82), შულაია (ხარაბაძე 62), ზივზივაძე (ერგემლიძე 85)

შახტიორი: კლიმოვიჩი, ბურკო, შიმუნოვიჩი, რიბაკი, კოვალევი, სზოკე, სელიავა, კოზლოვი, კიშ, ლაპტევი, ებონგი



  • goga1996
  • 18 თებერვალი 2018 16:19
არაუშავს ფრეც კაია :D

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით