ბალოტელი იტალიაში ბრუნდება?!

18-02-2018, 21:27

უცხოური მედიის ინფორმაციით, მარიო ბალოტელით მილანური კლუბები "ინტერი" და "მილანი" დაინტერესდნენ. წყაროს ცნობით, აპენენიელები მზად არიან ბალოტელიში სოლიდური თანხა გადაიხადონ, თუმცა კონკრეტული ციფრები ჯერ არ დაუსახელებიათ.

ფრანგულ "ნიცაში" ბალოტელი მეორე სეზონია ასპარეზობს და მის ანგარიშზე 41 მატჩი და 15 გოლია. იტალიელს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2018 წლის ზამფხულამდე აკავშირებს და დიდი ალბათობით "სუპერ მარიო" იტალიაში გადმობარგდება.

შეგახსენებთ, რომ მარიო ბალოტელიმ პროფესიული კარიერის განმავლობაში 225 შეხვედრის ჩატარება მოახერხა და 96 გოლის გატანა შეძლო.




  • goga1996
  • 18 თებერვალი 2018 21:28
მაინც მილანი ალბათ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით