"ინტერი" საქართველოში ბაზას ხსნის

19-02-2018, 23:59

ორგანიზაცია " „თავისუფალი ფეხბურთი“-ის დამფუძნებელმა, ლევან სეთურიძემ, მილანის "ინტერთან" პარტნიორობას ხელი მოაწერა.

ლევან სეთურიძის განცხადებით, შეხვედრა, იტალიაში, "ინტერის" ოფისში შედგა, სადაც მხარეებმა საქართველოში საზაფხულო სკოლის გახსნის საკითხები განიხილეს. 

"ოფიციალურად გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის შემდეგაც საქართველოში მილანის "ინტერის" საზაფხულო სკოლა გაიხსნება. სკოლის გახსნასთან ერთად დაიგეგმა სხვადასხვა საინტერესო პროექტები და პროექტში მონაწილე საუკეთესო ბავშვები "ინტერის" აკადემიაში სტაჟირებას გაივლიან", - განაცხადა სეთურიძემ.

შეგახსენებთ, რომ წინა წელს, „თავისუფალი ფეხბურთი“-ის ინიციატივით, საქართველოში "ინტერის წარმომადგენელი ანდრია რატი ჩამოვიდა და თბილისის ზღვასთან მდებარე ბაზა მოინახულა.


  • goga1996
  • 19 თებერვალი 2018 23:59
კაი ინიციატივააა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით