"ბაიერნი" და "ჩელსი" პულიშიჩისთვის იბრძვიან » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

"ბაიერნი" და "ჩელსი" პულიშიჩისთვის იბრძვიან

21-02-2018, 22:18

Daily Mail-ის ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსი" დორტმუნდის "ბორუსიას" ახალგაზრდა შემტევით, კრისტიან პულიშიჩით სერიოზულად არის დაინტერესებული და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მის შეძენას გეგმავს. 

თუმცა, ინგლისური გუნდი არ არის ერთადერთი, რომელიც ამერიკელი ფეხბურთელით ინტერესდება. მიუნხენის "ბაიერნის" სახით "არისტოკრატებს" სერიოზული კონკურენტი ჰყავთ. 

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ "ბორუსია" თავის მოთამაშეში 100 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო "ბავარია" ამხელა თანხის გადახდას არ აპირებს.

არც "ლურჯებს" სურთ 100 მილიონის გადახდა და აპირებენ, რომ პულიშიჩის ტრანსფერში მიში ბათშუაიც ჩართონ. 



  • AM11
  • 21 თებერვალი 2018 22:24
ბაიერნს უფრო მოუხდება

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით