კვირკველია შემდეგ ეტაპზე გავიდა » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

კვირკველია შემდეგ ეტაპზე გავიდა

23-02-2018, 07:49

"ევროპა ლიგის" მეთექვსმეტედ ფინალში, საბა კვირკველიას "ლოკომოტივმა" ფრანგულ "ნიცას" უმასპინძლა და შეხვედრა 1:0 მოიგო.  განმეორებით შეხვედრამდე, საფრანგეთში ჩასულმა კვირკველიამ და მისმა თანაგუნდელებმა ფავრის შეგირდები არ დაინდეს და წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ საბოლოო ანგარიში ტაბლოზე 2:3 დაფიქსირდა რუსეთის წარმომადგენლის სასარგებლოდ.

მოსკოვში გამართული მატჩი დაძაბული აღმოჩნდა და ერთადერთი გოლი მატჩის 30-ე წუთზე მასპინძელთაგან იგორ დენისოვმა შეაგდო. რაც იმას ნიშნავდა, რომ ანგარიში საერთო ჯამში 4:2 გახდა და ფრანგულმა კლუბმა საერთო ჯამში სახლში დაბრუნების საგზური მოიპოვა. შემდეგ ეტაპზე კვირკველია და "ლოკომოტივი" გავიდა. 

აღსანიშნავია, რომ ქართველმა მწვრთნელმა შეხვედრა 90 წუთი ჩაატარა და საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა.



  • goga1996
  • 23 თებერვალი 2018 11:49
სადაა ტლიკინა დანტე?

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით