ალანი: " სრულ კონცენტრაციას სკუდეტოზე მოვახდენთ"

23-02-2018, 10:36

22 თებერვალს "ევროპა ლიგის" მეთექვსმეტედფინალური მატჩები გაიმართა, სადაც "ლაიფციგმა" უმოტივაციო "ნაპოლი" მიიღო და შეხვედრა 0:2 დათმო. პირველი დაპირისპირება, რომელიც იტალიაში გაიმართა, გერმანელებმა დამაჯერებლად 1:3 მოიგეს და სახლში წაგებული 2:0-ის მიუხედავად შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. მატჩის შემდეგ "ნაპოლის" ფეხბურთელმა ალანმა კომენტარი გააკეთა.

"შეგვეძლო სასწაული მოგვეხდინა, სახლში წაგებული შეხვედრის შემდეგ გასვლაზე მოვიგეთ და სულ ცოტა გვინდოდა, რათა შემდეგ ეტაპზე გავსულიყავით. ცუდი შეგრძნება დაგვეუფლა, როდესაც ტურნირიდან გამოვარდით, თუმცა ახლა სრულ კონცენტრაციას სკუდეტოზე მოვახდენთ", - განაცხადა ნახევარმცველმა.

შეგახსენებთ, რომ "ლაიფციგისა" და "ნაპოლის" ორ მატჩიაში დაპირისპირება გერმანელთა სასარგებლოდ 3:3 დასრულდა.


  • goga1996
  • 23 თებერვალი 2018 11:48
იუვე გადაგივლით

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით