ბორინი: "მილანს ევროასპარეზზე თამაში უხდება"

23-02-2018, 10:39

22 თებერვალს "ევროპა ლიგის" მეთექვსმეტედფინალური მატჩი გაიმართა, სადაც "მილანმა" "სან სიროზე" "ლუდოგორეცს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1:0 მოიგო. მეორე შეხვედრა შედარებით უღიმღამო გამოდგა, რადგან "ლუდოგორეცმა" ყველა შანსი საკუთარ კედლებში "ლუდოგორეც არენაზე" დაკარგა. მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა ერთადერთი გოლის ავტორმა ფაბიო ბორინიმ.

" მთელმა კლუბმა იცოდა, რომ ლუდოგორეცი შეტევაში წამოვიდოდა, რადგან დასაკარგი არაფერი იყო, თუმცა ჩვენ გოლი გავიტანეთ და ვირწმუნეთ, რომ შემდეგ ეტაპზე გავედით. რაც შეეხება ჩემ გოლს, იმედი მაქვს ასე გაგრძელდება და მწვრთნელს ჩემი სკამზე დასმა გაუჭირდება. მილანს ევროასპარეზზე თამაში უხდება", - განაცხადა ბორინიმ.

შეგახსენებთ, რომ მილანურმა კლუბმა ორი შეხვედრის ჯამში მეტოქეს 4:0 სძლია.


  • goga1996
  • 23 თებერვალი 2018 11:48
წავიდა შენი დრო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით