სარი: "სკუდეტოს მოგებაზე ვფიქრობთ"

23-02-2018, 12:03

22 თებერვალს "ევროპა ლიგის" მეთექვსმეტედფინალური დაპირისპირება გაიმართა სადაც "ლაიფციგმა" "ნაპოლის" უმასპინძლა და მასპინძელმა გუნდმა შეხვედრა 0:2 დათმო, თუმცა ორი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე მაინც "ლაიფციგი" გავიდა. მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა მაურისიო სარიმ და აღნიშნა, რომ "ნაპოლს" მებრძოლი სული აქვს.

"ჩვენ მეტოქე გუნდს პასუხი გავეცით, თუმცა საკმარისი არ აღმოჩნდა. ნაპოლიმ მტკიცე ხასიათი გამოავლინა, თუმცა ფაქტია, რომ ახლა მარტო სკუდეტოს მოგებაზე უნდა ვიფიქროთ", - განაცხადა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ გერმანულ-იტალიური დაპირისპირება საერთო ჯამში 3:3 დასრულდა, თუმცა "ლაიფციგმა" სტუმრად გატანილი გოლების წყალობით შემდეგ ეტაპზე გააღწია.



  • goga1996
  • 23 თებერვალი 2018 12:10
ifiqre ifiqre

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით