კვირკველია: "ჩემი ოცნება "ატლეტიკოსთან'' შეხვედრით ახდება"

23-02-2018, 20:00

"ევროპა ლიგის" მეთექვსმეტედფინალური მატჩების დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველმა მერვედფინალზე და მეტოქე "ატლეტიკოზე" ისაუბრა.

 championat-ს ინფორმაციით, კვირკველიამ განაცხადა, რომ მან ოცნება აიხდინა და ისეთ გრანდებს შეხვდა, როგორიც "ნიცა" და სახვა კლუბებია.

"ჩვენ დიდ ენერგიას და ძალისხმევას დავხარჯავთ, რათა ესპანელების ბარიერი გადავლახოთ. "ნიცა" ძლიერი მეტოქე იყო, თუმცა ჩვენ დავჯაბნეთ ახლა კი ყველაფერი სხვაგვარადაა ვეთამაშებით ესპანეთის წარმომადგენელს და გრანდს. ჩემი ოცნება იყო  ''მილანთან,'' ''არსენალთან'' ან ''ატლეტიკოსთან'' მეთამაშა და ეს ოცნება ამიხდა", - განაცხადა კვირკველიამ.

შეგახსენებთ, რომ კენჭისყრის შემდეგ "ლოკომოტივი" "ატლეტიკოს" შეხვდა და გუნდები პირველ მატჩს 8 მარტს ესპანეთში გამართავენ.


  • goga1996
  • 23 თებერვალი 2018 20:02
rodis gadava grandshi :( ramdeni choria

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით