ვენგერი "დეპორტს" გადაურჩა, "მილანი" 6 წლის შემდეგ "მეთოფეებს" მიიღებს

23-02-2018, 20:44

23 თებერვალს "ევროპა ლიგის" მერვედფინალური მატჩების კენჭისყრა გაიმართა, სადაც საბოლოო ჯამში დაძაბული შეხვედრები დაანონსდა. კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ "მილანი" "არსენალს" დაუპირისპირდება და მეოთხედფინალში გასაღწევად 8 მარტს "სან სიროზე" და 15 მარტს "ემირეიტზე" დიდი ალბათობით დაუნდობელი მატჩები გაიმართება.

გუნდები პირველად ერთმანეთს 1995 წელს დაუპირისპირდნენ მაშინ პირველი მატჩი ფრედ 0:0 მორჩა, ხოლო განმეორებითი შეხვედრა "მილანელთა" გამარჯვებით 2:0 დასრულდა. 1995 წლის შემდეგ გუნდები 2008 წელს "ჩემპიონთა ლიგაზე" გადაეყარნენ და ორ მატჩიან დაპირისპირებაში "შავ-თეთრებმა" დამაჯერებლად 3:1 იმარჯვეს.  ბოლო და უკანასკნელი მატჩი ევროსარბიელზე გუნდებმა 2012 წელს ჩაატარეს და ამჯერადაც "როსონერიმ" ორი მატჩის ჯამში 4:3 იმარჯვა. 

ქვეყნის ჩემპიონატი

"მილანის" რიგებში ცვლილებაა, ახალმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ სეზონი უღიმღამოდ დაიწყო, თუმცა ბოლო მატჩებს თუ გადავხედავთ კლუბი გამოსწორების გზაზე დგას, "სან სიროს" ბინადრებმა "სერია ა"-ში ბოლო 5 შეხვედრიდან 4 მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს, შედეგად კი, 41 ქულით, მე-6 და მე-7 ადგილებს ინაწილებს "სამპდორიასთან" ერთად.

"მეთოფეებმა" გაისროლეს და ობამეიანგთან ერთად ხითარიანსაც მოარტყეს, თუმცა 2 კურდღის დაჭერა ძვირი დაჯდა ფაქტიურად ვენგერმა "კურდღლები" თოფში გაცვალა და ალექსი სანჩესს "ეშმაკების" ბანაკისკენ მიანიშნა. გაძლიერებულმა ვენგერმა "პრემიერლიგაში" მე-6 ადგილი დაიმკვიდრა და სურვილი იმისა, რომ ხუთეულში შევიდეს შემტევი ხაზითაც დაამტკიცა, თუმცა პოჩეტინო და "დეზები" "ემირეიტის" მკვიდრებს 7 ქულით უსწრებს და იმასაც შეგახსენებთ, რომ "არსენალმა" სწორედ "ტოტენჰემთან" წააგო "პრემიერლიგის" მატჩი, რომელიც 10 თებერვალს გაიმართა. ფაქტია, რომ "არსენალზე" მეტად "მილანს" დაეტყო მონდომება ევროსარბიელზე.

შეხვედრამდე

"მილანმა" დანიური "კოპენჰაგენი" ორი მატჩის ჯამში 4:0 გაანადგურა და ყველაფერი "კოფენჰაგენ არენაზე" მოკლა, რაც შეეხება "არსენალს" კლუბი შვედეთში ჩავიდა, მეტოქე "ოსტერსუნდი" გაანადგურა და ინგლისში 3 ბურთიანი ფორით დაბრუნდა, თუმცა შვედურმა კლუბმა "ემირეიტი" დაადუმა, რადგან შეხვედრის 22-ე და 23-ე წუთებზე სტუმრებმა ანგარიში ერთ ბურთამდე შეამცირეს, ცოტა გამართლება და ვენგერს საფრანგეთში "დეპორტით გაუშვებდნენ". საბოლოო ჯამში "არსენალმაც" გაიტანა და ორი მატჩის ჯამში 4:2 მორჩა შეხვედრა.


პროგნოზი

ბუკმეიკერების აზრით, პირველ შეხვედრას "მილანი" საკუთარ კედლებში არ წააგებს.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით