"რუსო ბარბაროსებო, თქვენი დანახვა არ გვინდა, გაეთრიეთ" » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

"რუსო ბარბაროსებო, თქვენი დანახვა არ გვინდა, გაეთრიეთ"

23-02-2018, 23:53

"ევროპა ლიგის" მეთექვსმეტედფინალური შეხვედრა, ბილბაოში, "ატლეტიკოსა" და მოსკოვის "სპარტაკის" დაპირისპირებით დაიწყო, გასვლაზე მოგებული შეხვედრის შემდეგ ბილბაოს "ატლეტიკმა" შინ 1:2 წააგო, თუმცა შემდეგ ეტაპზე გასვლა მაინც მოახერხა. მოედანზე 90 წუთში დასრულებული დაპირისპირება ბილბაოს ქუჩებში რუსმა ქომაგებმა განაგრძეს და ასაფეთქებელი ნივთიერებების სროლის შემდეგ, საქმეში სამართალდამცავები ჩაერთნენ, რა დროსაც ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელი გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მედიკოსები საქმეში მალევე ჩაერთვნენე ინოჩენჩიო არიას გარსიას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

აღნიშნულ ფაქტს მედიის წამომადგენლები აქტიურად აშუქებდნენ და სვამდნენ კითხვას "უსაფრთხო მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი გველის?". 

"აღარ დაბრუნდეთ ბილბაოში! თქვენი დანახვაც არ გვინდა! არანაირი ტოლერანტობა. ვინც ეს ჩაიდინა, აუცილებლად დაისჯება", - განაცხადა ბილბაოს მერმა ხუან მარი აბურტომ.

აღნიშნულ ფაქტს ბილბაოს მერის გარდა, "ლა ლიგის" პრეზიდენტი ხავიერ ტებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსები ბილბაოში საერთოდ არ უნდა შემოეშვათ.

"საქმე რთულადაა, შევცდით, როდესაც რუსი გულშემატკივრები შემოუშვით. ყველა უნდა დაისაჯოს ვისაც ფეხბურთში ძალადობა შემოაქვს", - განაცხადა ტებასმა.

ესპანეთის წარმომადგენლების შემდეგ ოფიციალური განცხადება გაავრცელეს უეფაშიც, სადაც წერია, რომ ესპანურ მხარესთან მუდმივ კონტაქტში არიან და მზად არიან ბილბაოს მხარში ამოუდგნენ.

"ჩვენ ესპანურ მხარესთან მუდმივ კონტაქტში ვართ, ეს ფაქტი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. ვცდილობთ ინციდენტთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია მივიღოთ", - ციტირებს უეფას განცხადებას ესპანური გამოცემა Marca.

შეგახსენებთ, რომ  ანანიძის "სპარტაკის" შემდეგ, ესპანეთში ჩასვლა საბა კვირკველიას "ლოკომოტივს" უწევს და დიდი ალბათობით ესპანელი გულშემატკივრები რუსებს სხვანაირ დახვედრას მოუწყობენ.





  • goga1996
  • 23 თებერვალი 2018 23:59
ატლეტიკოსთან დაერხათ რუსებს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით