დონარუმას შემცვლელი ნაპოვნია » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

დონარუმას შემცვლელი ნაპოვნია

25-02-2018, 17:05


La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, "მილანში" დონარუმას შემცვლელი მოძებნეს. "როსონერის" ინტერესთა ზონაში მოექცა ნეაპოლელთა ესპანელი კიპერი პეპე რეინა. წყაროს ცნობით, თუ დონარუმამ საბოლოოდ გადაწყვიტა "შავ-წითლების" დატოვება მილანური კლუბი ყველა მექანიზმს აამუშავებს რეინას გადმოსაბირებლად.

დონარუმა "მილანში" თავს კარგად არ გრძნობს, ამის მიზეზი მის მიმართ დეკემებრში გაკეთებული განცხადებებია. დონარუმა მაშინ გახდა კრიტიკის ადრესატი, როდესაც ზამთარში კლუბის გაცვლაზე ალაპარაკდა. 

ზაფხულში დიდია ალბათობა იმისა, რომ ახალგაზრდა დონარუმა ევროპულ გრანდში გადაბარგდეს, ხოლო რეინამ "მილანის" მაისური მოირგოს.



  • goga1996
  • 25 თებერვალი 2018 17:07
35 წლის მეკარე მაგარია :))

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით