"ბარსა" და "ჩელსი" იან კარამოსით ინტერესდებიან » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

"ბარსა" და "ჩელსი" იან კარამოსით ინტერესდებიან

27-02-2018, 11:20

The Mirror-ის ინფორმაციით, მილანის "ინტერის" ფეხბურთელით, იან კარამოსით, "ბარსელონა" და "ჩელსი" დაინტერესდნენ. წყაროს ცნობით, ესპანეთიდან და ინგლისიდან იტალიის მიმართულებით სკაუტები უკვე გაგზავნეს კლუბებმა და ახალგაზრდა ფეხბურთელს დააკვირდებიან.

იან კარამოსის იტალიური ვოიაჟი სეზონის პირველ ნახევარში წარმატებული ვერ გამოდგა, რადგან ფეხბურთელს ახალ კლუბთან ადაპტაცია გაუჭირდა, თუმცა ახლა მოფერიანდა და გრანდების ყურადღებაც მიიპყრო. იან კარამოსმა მიმდინარე სეზონში "ინტერის" მაისური 7-ჯერ მოირგო და ერთი გოლის გატანა შეძლო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით