ანანიძე ვარჯიშს უბრუნდება

26-02-2018, 23:07

როგორც ცნობილია, მოსკოვის "სპარტაკის" ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი, ჯანო ანანიძე ტრავმირებულია და უკვე დიდი ხანია, რაც მოედანზე ვერ გადის. 

მიმდინარე სეზონის სტარტზე ქართველმა ფეხბურთელმა ტერფის მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც ოპერაციის გაკეთებაც მოუწია. მას ძალიან დიდი ხანია გაუცდა, მაგრამ რუსული პრესა წერს, რომ ხვალიდან ის გუნდთან ერთად ვარჯიშს შეძლებს.

ბოლო პერიოდში ჯანო ანანიძე ესპანეთში იმყოფებოდა, სადაც ინდივიდუალური პროგრამით გადიოდა რეაბილიტაციას. 

უდიდესი ალბათობით, რუსეთის "პრემიერ ლიგის" სეზონის განახლებას ქართველი ფეხბურთელი სრული მზადყოფნით შეხვდება. 



  • AM11
  • 26 თებერვალი 2018 23:38
kidev kargi brundeba

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით