• 04-08-2023
    "გუნდი რომელიც დაცვიდან თამაშობს და ანგარიშის შენარჩუნებას ცდილობს სივრცეებს ბოლომდე ვერ კეტავს" - დომეჩენკოს კომენტარი მატჩის შემდეგ
    "გუნდი რომელიც დაცვიდან თამაშობს და ანგარიშის შენარჩუნებას ცდილობს სივრცეებს ბოლომდე ვერ კეტავს" - დომეჩენკოს კომენტარი მატჩის შემდეგ

    როგორც მოგეხსენებათ, გორის "დილამ" კონფერენს ლიგის საკალიფიაკციო მეორე ეტაპი გადალახა და ევროპულ ტურნირამდე 2 წყვილირა რჩება.

    მატჩთან დაკავშირებით, კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დომეჩენკომ ისაუბრა:

    “მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრს არ ვიმხიარულებთ და მეტოქეს ამით არ გავანაწყენებთ. კარგად ვითამაშეთ, მატჩს ვაკონტროლებდით, თუმცა გოლების გატანას ვერ ვახერხებდით. ტაიმის ბოლოს გატანილმა დიდი ძალა მოგვცა, ჩვენ თვითრწმენა მოგვემატა, მათ დააკლდათ. დავინახეთ, რომ სწორი გზით მივდიოდით და დავიჯერეთ, რომ მატჩის მოგება ოვერტაიმის გარეშე შეგვეძლო. მეტოქემ 1 გოლის უპირატესობით შენარჩუნება სცადა"

    "გამოცდილებიდან ვიტყვი, რომ გუნდი, რომელიც დაცვიდან თამაშობს და ანგარიშის შენარჩუნებას ცდილობს, სივრცეებს ბოლომდე ვერ კეტავს. ადამიანური ფაქტორი მაინც მუშაობს - სადღაც ფეხბურთელი ვერ ჩაასწრებს, სადღაც საჭიროდ ვერ იმოქმედებს. ასეც მოხდა - მომენტები შეგვექმნა და ძალიან კარგია, რომ მათი გამოყენება შევძელით". - განაცხადა უკრაინელმა.

    Facebook კომენტარები