კაკაბაძით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული

1-03-2018, 21:09

Diari de Tarragona-ს ინფორმაციით, 22 წლის ქართველი ლეგიონერით, რომელიც ესპანური "ხიმნასტიკის" ღირსებას იცავს რამდენიმე კლუბია დაინტერესებული. წყაროს ცნობით, კაკაბაძე მიმდინარე სეზონს საუცხოოდ ატარებს, რაც იმაში გამოიხატება, რომ ჩვენებურმა 23 შეხვედრიდან ოცდასამივე სასტარტოში დაიწყო და მხოლოდ ერთხელ შეცვალეს.

"კაკაბაძეს დიდებული სეზონი აქვს, რომელიც ახლახან პირველი გოლით აღნიშნა. არავინ მოელოდა საჯარიმოში შეჭრილი მარჯვენა მცველისგან, რომ იგი ასე ძლიერად დაარტყამდა მარცხენა ფეხით. ის ყოველდღიურად უმატებს და უკვე ჩანს, რომ ამ ზაფხულს კლუბი მისი ტრანსფერით კარგ შემოსავალს მიიღებს", - წერია სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კაკაბაძე 2016 წელს "დინამოდან" ესპანეთში გადაბარგდა და პირველ სეზონში მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა, რის შემდეგაც დანიურ ესბიერგში გაანათხოვრეს. შინ მობრუნებულმა ოთარმა კი 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითავალა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით