"ტოტენჰემი" როისისთვის ბრძოლაში ერთვება

2-03-2018, 15:11

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დორტმუნდის "ბორუსიას" ერთ-ერთი ლიდერი, მარკო როისი "ტოტენჰემ ჰოთსფურის" სატრანსფერო სამიზნეს წარმოადგენს. 

Daily Mirror-ი წერს, რომ გერმანელ ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს და "სიგნალ იდუნა პარკის" დატოვებაზეც კი ფიქრობს. 

მიუხედავად ამისა, "ბორუსია" არ აპირებს ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურის გაყიდვას და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ როისი "ბუნდესლიგაში" დატოვოს. 

გარდა ლონდონური კლუბისა, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელის გაფორმება "ლივერპულსაც" სურს. 


borusia sul dashales dembele waartves obameiangi da exla roisio ra roisi tipma tramva moirchina da kide daitramva

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით