პეპე რეინა "მილანის" წინადადებას დათანხმდა

2-03-2018, 15:20

Tuttosport-ის ინფორმაციით, პეპე რეინა "მილანის" მიერ შეთავაზებულ 2-წლიან კონტრაქტს დათანხმდა და მოდევნო სეზონიდან ის "სან სიროზე" გააგრძელებს კარიერას. 

35 წლის მეკარეს "ნაპოლისთან" მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, ნაპოლიტანური კლუბი კი ესპანელ კიპერს 1-წლიან ხელშეკრულებაზე მეტს არ სთავაზობს. 

გამოცემას თუ დავუჯერებთ, პეპე რეინა მზად არის, რომ ჯანჯუიჯი დონარუმას შემცვლელი იყოს და კარიერის ბოლო წლები "როსონერიში" გაატაროს. 



  • AM11
  • 2 მარტი 2018 15:45
მეორე მეკარედ კაია

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით