კეინის მორიგი აღიარება

2-03-2018, 16:52

ინგლისური მედიის ინფორმაციით, ინგლისის ნაკრებისა და "დეზების" თავდამსხმელი ჰარი კეინი 2017 წელს ლონდონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

პირიზი, რომლის სახელწოდებაცაა "London Football Awards" იმ ფეხბურთელს გადაეცემა, რომელიც სეზონში საუკეთესო მატჩებს ატარებს. აღნიშნული ჯილდოსთვის კეინსმა ჩამოიტოვა ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც  სესარ ასპილიკუეტა, სონს, კრისტიან ერიქსენი და უილფრიდ ზაჰა არიან.

2016-17 წლების სეზონში კეინი მართალაც გამორჩეული იყო მთელ ინგლისში, რადგან მის ანგარიშზე 29 გოლი ჩაიწერა. კეინი პრემიერ ლიგაში გატანილი 102 ბურთით "ტოტენჰემის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.






kai bichia moqalaqeoba mivcet

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით