ამხანაგური მატჩების დრო და ადგილი ცნობილია

2-03-2018, 18:24

ვლადიმერ ვაისის ფორმაციის საქართველოს ეროვნული ნაკრები მიმდინარე წლის პირველ ამხანაგურ მატჩებს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს. 

ჩვენებურების მეტოქეები ლიტვისა და ესტონეთის ნაკრებები იქნებიან. პირველ შეხვედრას ნაკრები 24 მარტს გამართავს და ლიტვას შეეჭიდება, შემდეგ კი 27 მარტს ესტონეთის ნაკრებით დასრულდება ამხანაგური მატჩების პირველი სერია.

მარტში დაგეგმილი საერთაშორისო ამხანაგური მატჩები, უეფას ერთა ლიგის მოსამზადელი ეტაპია. სასიხარულო ინფორმაცია გულშემატკივრებს, მატჩებზე დასწრება უფასოა.



litvas gadauvlit da estoneti saechvoa

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით