ვაკომ "სან ხოსეს" მოაგებინა

4-03-2018, 15:15

დღეს გაიმართა ამერიკის საფეხბურთო ლიგის პირველი ტურის მატჩი, რომელშიც "სან ხოსემ" "მინესოტას" უმასპინძლა და ანგარიშით 3:2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ გუნდის გამარჯვებაში ლომის წვლილი ქართველმა ლეგიონერმა, ვაკო ყაზაიშვილმა დაიდო.

25 წლის ნახევარმცველმა მატჩის 27-ე და 59-ე წუთებზე ჰოლანდიელ თანაგუნდელ, ჰოსენს ორჯერ გაატანინა. ამ გოლებს შორის კი 28-ე წუთზე ერთი გოლი თავადაც გაიტანა და "სან ხოსეს" პირველი სამი ქულა მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ ყაზაიშვილისთვის ეს რიგით მეორე სეზონია მლს-ში. გასულ წელს მან "სან ხოსეს" რიგებში 14 მატჩი ჩაატარა და 5 გოლის გატანაც მოახერხა.

 



  • tsandro
  • 4 მარტი 2018 15:16
ყოჩაღ ვაკოს. კარგად მოერგო გუნდს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით