"რეალი" ბეილის ალტერნატივად პულიშიჩს განიხილავს » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

"რეალი" ბეილის ალტერნატივად პულიშიჩს განიხილავს

6-03-2018, 19:48

ბოლო დროს ხშირია საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ მადრიდის "რეალის" უელსელმა შემტევმა, გარეთ ბეილმა შესაძლოა კლუბი გამოიცვალოს. ამ თემასთან დაკავშირებით დღეს საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.

ესპანური გამოცემა Diario Gol-ის ინფორმაციით, "სამეფო კლუბმა" უკვე დაიწყო 27 წლის გარემარბის შემცვლელზე ფიქრი. წყაროს ცნობით, "თეთრებმა" თვალი დორტმუნდის "ბორუსიას" ახალგაზრდა განაპირა შემტევ კრისტიან პულიშიჩს დაადგეს.

როგორც ცნობილია, ზაფხულში "რეალი" გარეთ ბეილს გაუშვებს და მის ნაცვლად სწორედ ხსენებულ 19 წლის ვინგერს დაიმატებს.

ესპანური გამოცემის ინფორმაციით, გუნდი ბეილის გაყიდვას დაახლოებით 80 მილიონ ევროდ აპირებს. აღებულ თანხას კი მთლიანად პულიშიჩის ტრანსფერს მოახმარს.



მეტი უკეთესი ვერავინ ნახეს :დ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით