• 04-08-2023
    "ბარსა" შეურაცხყოფილი დარჩა - რას ითხოვდა დემბელეს აგენტი
    "ბარსა" შეურაცხყოფილი დარჩა - რას ითხოვდა დემბელეს აგენტი
    Author of the article
    Aa

    პრესაში ისევ აქტიურად ვრცელდება "ბარსელონას" ხელმძღანელობისა და უსმან დემბელეს აზრთა სხვადასხვაობის ამბები.

    ამჯერად Sport იუწყება, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებისას დაიძაბა.

    "ბლაუგრანა" ფრანგ გარემარბს ხელშეკრულების 2028 წლამდე გახანგრძლივებას სთავაზობდა. წინადადება გულისხმობდა ხელფასის გაზრდასაც. დემბელეს აგენტმა, მუსა სისოკომ კი კლუბს კონტრწინადადება წარუდგინა, რომელშიც უსმანის ხელზე მისაღები ანაზღაურება 20 მილიონ ევროზე მეტს აღემატებოდა.

    გადასახადებიდან გამომდინარე, "ბლაუგრანას" ბიუჯეტიდან ეს ყოველწლიურად 40 მილიონ ევროზე მეტის გადინებას გამოიწვევდა.

    წყაროს თანახმად, სისოკოს ეს ქმედება "ბარსამ" შეურაცხყოფად აღიქვა. კატალონიურ გრანდში დემბელეს უმადურობაში დასდეს ბრალი.

    შეგახსენებთ, რომ 26 წლის შემტევი კარიერას "პარი სენ ჟერმენში" გააგრძელებს. "პსჟ-სთან" იგი 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

    Facebook კომენტარები