მატჩის დღე: ისტორია, ფაქტები და ფსონები

7-03-2018, 11:52

ჩემპიონთა ლიგის მეოთხეფინალური ეტაპის მონაწილე ორი გუნდის ვინაობა ცნობილია. 6 მარტს "ლივერპულმა" და "რეალმა" აღნიშნული ეტაპის საგზური ოფიციალურად გაიფორმეს. "მერსესაიდელებმა" გასვლაზე მოგებული 5:0-ის შემდეგ შინ "დრაკონებთან" ფრედ 0:0 ითამაშეს, ხოლო ემერის "პსჟ"-მ "სამეფო კლუბის" ბარიერი ვერც "პარკ დე ფრანსზე" გადალახა და ორი მატჩის ჯამში 5:2-ით გამოეთიშა ლიგას.

დღეს კი ინგლისში უფრო დიდი ინტრიგა და საფეხბურთო ატმოსფერო იქმნება. აპენინელთა წარმომადგენელი "იუვენტუსი" ინგლისში ჩავიდა, რათა 2:2-ის შემდეგ პოჩეტინოს "დეზები" დაამარცხოს და სხვა გუნდების მსგავსად შემდეგ ეტაპზე გააღწიოს.

ისტორია
"იუვენტუსისა" და "ტოტენჰემის" დაპირისპირება პირველად 2016 წელს შედგა, სადაც "ბებერმა ქალბატონებმა" ბენატიასა და დიბალას გოლებით იმარჯვეს, ერთადერთი გოლის გაქვითვა 67-ე წუთზე ლამელამ შეძლო. 1 წლის შემდეგ ამხანაგურ შეხვედრაში სადაც გუნდები სრული შემადგენლობით თამაშობდნენ "დეზებმა" იტალიელების დამარცხება ორ ბურთიანი სხვაობით შეძლეს. 2018 წელს კი აპენინელებმა მორიგი შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართეს და საკუთარ კედლებში პოჩეტინოს შეგირდებს ვერ მოუგეს, შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. არგენტინელი იგუაინის დუბლის შემდეგ ალეგრი მოფერიანდა, თუმცა კეინისა და ერიქსენის გოლებმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა და ახლა განმეორებით შეხვედრაში ტურინულ კლუბს ბევრი რამის დამტკიცება მოუწევს.

ტრავმები
ოფიციალური წყაროების მიხედვით ტრავმების მხრივ სტუმრებს უფრო უჭირთ. ტურინელებს დღევანდელ მატჩში ვერ დაეხმარებიან: ხორვატი მანძუკიჩი, იტალიელი ბერნარდესკი და კოლუმბიელი კუარდადო. "დეზების" ლაზარეთში კი ტრავმების გამო გადაინაცვლა ბელგიელმა ალდერვეიელდმა და ყვითელი ბარათის გამო შეხვედრას გამოტოვებს აურიერი.

ფსონები
პირველი შეხვედრის შემდეგ გულშემატკივართა აზრი ორად გაიყო. ზოგს მიაჩნია, რომ "იუვენტუსი" მიმდინარე ლიგას ხშირი ტრავმიანობის გამო ნაადრევად გამოეთიშება და "დეზები" შემდეგ ეტაპზე გავლენ, თუმცა საბოლოო ჯამში უმრავლესობა მაინც ტურინელების მხარეს დებს ფსონს.

განცხადებები მატჩამდე
"ლიგაზე 11 კაცით კარის დაცვა სწორი არაა, თუმცა ბევრი გუნდი ელოდება იმ ერთ შანს, რომლითაც შესაძლოა გოლის გატანაც მოახერხონ. მიმაჩნია, რომ წელს "ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგას მოიგებს", - განაცხადა დელე ალიმ.

"ძალიან სამწუხაროა, გამარჯვება რომ ვერ მოვიპოვეთ, თუმცა მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ყველაფერს გავაკეთებთ. ვფიქრობ, მომდევნო მატჩისთვის გუნდის სხვა ფეხბურთელებიც შემოგვიერთდებიან, კონკრეტულად დიბალა და მატუიდი", - განაცხადა ალეგრიმ. 


iuve gava dges naxavt

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით