ქეცბაია კვიპროსში ბრუნდება

7-03-2018, 08:16

themasports.com-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი თემურ ქეცბაია შესაძლოა "აელის" თავკაცი გახდეს. წყაროს ცნობით ქეცბაია აგვისტოს თვის შემდეგ უმუშევარია და არაა გამორიცხული ძალიან მალე მან ისევ კვიპროსული კლუბი ჩაიბაროს.

შეგახსენებთ, რომ ქეცბაია გულშემატკივრებს მწვრთნელის რანგში 2004 წელს მოევლინა და პირველი კლუბი "ანორთოსისი" იყო, შემდეგ ბერძნულ "ოლიმპიაკოს" უთავკაცა, ბერძნული ვოიაჟის შემდეგ კარიერა საქართველოს ნაკრებში განაგრძო და ბოლო წლებში "აპოელს", "აეკ"-სა და "ორენბურგს" წვრთნიდა.



საქართველოში ვერ დაუფასეს რასაც ამბობდა ნუ ვერც დაუფასებდნენ ვერ იგებდნენ რას ამბობდა, მაგრამ ჯიგარი იყო რა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით