"იუვენტუსმა" ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

8-03-2018, 02:25

დღეს გაიმართა უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის მატჩი, რომელშიც "ტოტენჰემმა" ტურინის "იუვენტუსს" უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა, რისი წყალობითაც "ბებერმა სინიორამ" შემდეგ ეტაპზე მოახერხა გასვლა.

აღსანიშნავია, რომ ტურინულმა გრანდმა ისტორიაში პირველად შეძლო ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ეტაპიდან ინგლისური გუნდის გამოგდება.

აქამდე "იუვენტუსი" ოთხჯერ დაუპირისპირდა ინგლისურ გუნდს. "იუნაიტედმა", "ლივერპულმა", "არსენალმა" და "ჩელსიმ" თითო-თითოჯერ შეძლეს იტალიელების გამოგდება. მეხუთე ცდა კი, როგორც ხედავთ, "იუვესთვის" წარმატებული აღმოჩნდა



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით