პოჩეტინო: "იუვენტუსს" ძალიან გაუმართლა"

8-03-2018, 02:32

დღეს უეფას "ჩემპიონთა ლიგის" საპასუხო მერვედფინალურ შეხვედრაში "ტოტენჰემ ჰოთსფურმა" "იუვენტუსს" უმასპინძლა და 1-2 წააგო. საერთო ჯამში, ტურინელებმა ანგარიშით 3-4 მოიგეს და მეოთხედფინალშიც გავიდნენ. 

მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა ლონდონური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ. არგენტინელმა სპეციალისტმა ორივე გუნდი შეაქო და მატჩის მნიშვნელოვან მომენტებზე ისაუბრა.

"არანაირი გამოუცდებლობისა და უყურადღებობის ბრალი არ არის. ვფიქრობ, მათ მხოლოდ 3 საგოლე მომენტი ჰქონდათ და ორჯერ გაგვიტანეს. ჩვენ უამრავი მომენტი შევქმენით, მაგრამ მხოლოდ ერთი გოლი გავიტანეთ". 

"იუვენტუსისნაირ" კარგ გუნდს დიდი წინააღმდეგობა გავუწიეთ, ვდომინირებდით. ორივე თამაშში ჩვენ უკეთ ვთამაშობდით, მაგრამ ასეთ დონეზე, სამი წუთის განმავლობაში "იუვენტუსმა" დაპირისპირება მოიგო". 

"დღეს მარცხი განვიცადეთ, მაგრამ იმ გზით, რა გზითაც წავაგეთ, ძალიან ბედნიერი ვარ და ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ. ფეხბურთი კოშმარი არ არის, ან წააგებ, ან მოიგებ. ჩვენს იდეას პატივცს ვცემდით, ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ მატჩის მოსაგებად ეს არ იყო საკმარისი". - ამბობს პოჩეტინო  



  • AM11
  • 8 მარტი 2018 02:54
umagresi mwvrtnelia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით