ალეგრი: "მეოთხედფინალში თამაში დავიმსახურეთ" » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ალეგრი: "მეოთხედფინალში თამაში დავიმსახურეთ"

8-03-2018, 02:41

"ტოტენჰემ ჰოთსფურთან" მოგებული მერვედფინალური დაპირისპირების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ.

იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა მეოთხედფინალში თამაში დაიმსახურა. 

"ბიჭები მოთმინებით ელოდებოდნენ საჭირო მომენტს, რათა თავს დასხმოდნენ მეტოქეს. თუ გავითვალისწინებთ მთლიან 180 წუთს, ვფიქრობ, რომ მეოთხედფინალში თამაში დავიმსახურეთ". 

"პირველ ტაიმში, ხარისხიანი გუნდისგან ბევრი სახიფათო მომენტი მივიღეთ. მეორე ტაიმში გადავწყვიტე, რომ ორივე გლანგზე დასვენებული ფეხბურთელები გვჭორდებოდა და ლიხშტაინერთან ერთად ასამოა შევუშვი მოედანზე".

"ამ გადაწყვეტილებამ შდეგი გამოიღო და ძალიან ბედნიერი ვარ. ფეხბურთელებმა დაიმსახურეს წინსვლა და მე უბრალოდ ბედნიერი ვარ, რომ მათ ვწვრთნი". - ამბობს ალეგრი 



  • AM11
  • 8 მარტი 2018 02:52
იუვე უფრო იმსახურებდა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით