იგუაინი: "რთული თამაში იყო"

8-03-2018, 02:49

"ჩემპიონთა ლიგის" საპასუხო მერვედფინალურ მატჩში ტურინის "იუვენტუსმა" სტუმრად "ტოტენჰემს" ანგარიშით 1-2 მოუგო. იტალიელების მხრიდან, პირველი გოლი გონსალო იგუაინმა გაიტანა, ხოლო პაულო დიბალამ საბოლოო შედეგი დააფიქსირა. 

თამაშის დასრულების შემდეგ პრესასთან კომენტარი გააკეთა გონსალო იგუაინმა. არგენტინელმა ფორვარდმა თავისი გუნდი შეაქო. 

"ეს იყო ძალიან რთული თამაში, ძალიან ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ. "ტოტენჰემი" აგრესიულ პრესინგს თამაშობდა, მაგრამ ვიცოდით, რომ ამით ისინი სივრცეებს ტოვებდნენ".

"ამ სტადიონზე მოგება ადვილი არ არის, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთება შევძელით, რითაც ვამაყობ. კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ დიდებული ხასიათი. მინდა გუნდის ექიმს გადავუხადო მადლობა, რომელმაც უდიდესი სამუშაო შეასრულა იმისთვის, რომ მე დღეს მეთამაშა. ძალიან ბედნიერი ვარ". - ამბობს იგუაინი 



  • AM11
  • 8 მარტი 2018 02:51
გონსალომ გაიყვანა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით