ძალამიძე "იუვენტუსიდან" თბილისის "დინამოში" გადავიდა

8-03-2018, 12:20

თბილისის "დინამოს" ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, 26 წლის შემტევი ნიკა ძალამიძე დედაქალაქურ კლუბში ითამაშებს. წყაროს ცნობით, ძალამიძემ კლუბთან კონტრაქტი წლის ბოლომდე გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ ძალამიძემ კარიერა ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ "ბაიას" რიგებში დაიწყო, შემდეგ კი მოსკოვის "ცსკა"-ს, "იაგელონიას", "ვიძევის", "რიზესფორის", "გორნიკისა" და ბუქარესტის "იუვენტუსის" ღირსებას იცავდა.


თავის დამკვიდრება უჭირს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით