გატუზო: "ფორმაში არ არიან, მაგრამ "არსენალი" ყოველთვის სახიფათოა" » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

გატუზო: "ფორმაში არ არიან, მაგრამ "არსენალი" ყოველთვის სახიფათოა"

8-03-2018, 12:52

"მილანის" თავკაცმა ჯენარო გატუზომ "არსენალთან" დაპირისპირებამდე პრესკონფერენცია გამართა, სადაც არსენ ვენგერზე, კუტრონეზე, მეტოქეზე და ორ ჩემპიონატს ორის განსხვავებაზე ისაუბრა.

"დავიდეს ამბავით ყველანი შეშფოთებულები ვართ, თუმცა ახლა ძალები უნდა მოვიკრიბოთ და "არსენალთან" შეხვედრაში მხოლოდ მატჩზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებულები. შეიძლება ჩვენი მეტოქე კარგ ფორმაში არაა, თუმცა ისინი "მეთოფეები" არიან და ეს გუნდი ყოველთვის სახიფათოა."

"ჩვენი გუნდი ბონუჩისა და ბილიას უნდა დაეყრდნოს. სხვა მოთამაშეებს მცირე ევროპული გამოცდილება აქვთ. კარლო ანჩელოტი მოედანზე გასვლამდე სულ გვაძლევდა მითითებებს. მეც ვცდილობ მის გზას გავყვე და ჯერჯერობით ეს ტაქტიკა მოქმედებს."

"კუტრონე? ერთ კონკრეტულ ფეხბურთელზე საუბარს არ ვაპირებ, მთელ გუნდზე მინდა საუბარი. ეს არ იქნება გატუზოსა და ვენგერს შორის დაპირისპირება. არსენი 20 წელია, რაც "არსენალს" წვრთნის, ამიტომ მას ჩემთან შედარებით უდიდესი გამოცდილება აქვს."

"იტალიური კლუბები ევროპაში წარმატებით ასპარეზობას უბრუნდებიან. რაც შეეხება ინგლისელებს, ისინი ამჟამად ჩვენზე ძლიერები არიან. ალბიონელებს ახლა ისეთივე პერიოდი უდგათ, როგორიც ჩვენ 10 წლის წინ." - განაცხადა გატუზომ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით