მატჩის დღე: ისტორია, განცხადებები და ფსონები » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

მატჩის დღე: ისტორია, განცხადებები და ფსონები

8-03-2018, 13:21

დღეს ევროპა ლიგის მერვედფინალური ეტაპის მატჩები გაიმართება სადაც გატუზოს ფორმაციის "როსონერი" "მეთოფეებს" მიიღებს და "სან სიროზე" 70 ათასი გულშემატკივრის წინაშე ვენგერს მიზნის მიღწევაში შეუშლის ხელს. იტალიური მედია იუწყება, რომ "შავ-წითლების" გულშემატკივრები მზად არიან "მეთოფეებს" ხელი შეუშალონ და საკუთარი კლუბის გამარჯვება "სან სიროზე" კიდევ ერთხელ იზეიმონ.

ისტორია
პირველად აპენინელებისა და კუნძულელების დაპირისპირება 1995 წელს შედგა. უეფას სუპერ თასის ფინალში კლუბებმა პირველი შეხვედრა ფრედ 0:0 ითამაშეს და ზუსტად ერთ კვირაში "სან სიროზე" "მილანმა" მეტოქე გუნდი 2:0 დაამარცხა რაც იმას ნიშნავდა, რომ იტალიელები სუპერ თასის მფლობელები გახდნენ.

წლების შემდეგ იგივე ანგარიში დაფიქსირდა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე. 2008 წელს "მილანი" ლონდონში ჩავიდა და სტუმრად უგოლო ფრეს მიაღწია, რაც იმას ნიშნავდა, რომ ალბათობა მეოთხედფინალში გასვლისა "შავ-წითლებს" უფრო მეტ ჰქონდათ, თუმცა ფაბრეგასმა და ადებაიორმა "სან სიროზე" მისული გუშემატკივრები გაწბილებული დატოვეს და საფეხბურთო კლუბი "მილანი" ლიგის მიღმა დარჩა.

2 წლის შემდეგ 2010 წელს მორიგი ფრე დაფიქსირდა ამჯერად 1:1. ბოლო დაპირისპირება კი 2012 წელს გაიმართა, სადაც იტალიურმა კლუბმა ორი მატჩის ჯამში 4:3 გაიმარჯვა და კუნძულელები გემზე აუშვა და სახლში გაუშვა.

ფსონები
ბუკმეიკერების აზრით დღევანდელ შეხვედრაში "მეთოფეები" ვერ გაისვრიან და შესაბამისად გამარჯვება "მილანს" დარჩება. რამდენად რეალურია ეს მოსაზრება დღეს თბილისის დროით 22:00 საათზე გაირკვევა.

განცხადებები
"იტალიური კლუბები ევროპაში წარმატებით ასპარეზობას უბრუნდებიან. რაც შეეხება ინგლისელებს, ისინი ამჟამად ჩვენზე ძლიერები არიან. ალბიონელებს ახლა ისეთივე პერიოდი უდგათ, როგორიც ჩვენ 10 წლის წინ." - განაცხადა გატუზომ.

"იმისათვის, რომ ევროპა ლიგა მოვიგოთ "მილანი" აუცილებლად უნდა დავამარცხოთ. მთავარია სიმშვიდე შევინარჩუნოთ და მეტოქე გუნდს დომინირების საშვალება არ მივცეთ. ჩემი აზრით რთული შეხვედრა იქნება, რადგან იტალიელები მშვენიერ ფორმაში არიან", - განაცხადა ვენგერმა.



წარმატებები მილანს დღეს ისე გადაუვლით

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით