საფრანგეთის შემდეგ ესპანეთი - კვირკველია მადრიდში ჩაფრინდა

8-03-2018, 14:07

დღეს თბილისის დროით 22:00 საათზე კვირკველიას "ლოკომოტივი" მადრიდის "ატლეტიკოს" დაუპირისპირდება და მეოთხედფინალში გასვლას შეეცდება. ჯგუფური ეტაპის შემდეგ "ლოკომოტივმა" ფრანგული "ნიცას" ბარიერი გადალახა და ესპანეთში ჩაფრინდა. 

"ლოკომოტივმა" ჯგუფური ეტაპი 11 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა და მეთექვსმეტედ ფინალში "ნიცას" ჯერ საკუთარ კედლებში შემდეგ კი  შინ რუსეთშიც მოუგო. ქართველმა ლეგიონერმა აღნიშნულ შეხვედრებში სრულად ითამაშა და საკმაოდ კარგად იასპარეზა.

კვირკველია "ლოკომოტივის" ღირსებას 2016-17 წლის სეზონიდან იცავს და მის ანგარიშზე 33 მატჩი და 2 გოლია.


გადაუვლიან ლოკომოტივს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით