"საბურთალომ" კენიელი დაიმატა

9-03-2018, 12:59

საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" რიგებში 19 წლის კენიელი ნახევარმცველი ჯონ მაჩარია ჩაირიცხა. კლუბის ოფიციალური ინფორმაციით, ფეხბურთელი ფოთის "კოლხეთიდან" გადმოვიდა, რომელთანაც 6 თვიანი კონტრაქტი ქონდა გაფორმებული. 

კლუბის ოფიციალური გვერდის ცნობით, მაჩარიამ "საბურთალო 2"-ის რიგებში თამაში მოასწრო და 90 წუთი შეუცვლელად ითამაშა. "კოლხეთის" რიგებში კენიელმა 15 შეხვედრა ჩაატარა. 

შეგახსენებთ, რომ ''კოლხეთში'' გადასვლამდე ჯონ მაჩარიას კენიის სუპერლიგის ''ტალანტასთან'' აკავშირებდა კონტრაქტი.


კენიელი საბურთალო 2-ში?

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით