მერტენსი - ქველმოქმედი "ჩირო" » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

მერტენსი - ქველმოქმედი "ჩირო"

10-03-2018, 12:01

"ნაპოლის" ბელგიელი შემტევი დრის მერტენსი გუშემატკივრებს გოლებისა და გამარჯვებების გარდა სხვა რამითაც ახარებს. იტალიური მედიის ინფორმაციით, ფეხბურთელი ნეაპოლში არსებულ საავადმყოფოებში დადის და გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარება. წყაროს ცნობით, აღნიშნული ფაქტის გამო მადლიერმა ადამიანებმა  "ჩირო" შეარქვეს.

ნეაპოლელთა გადმოცემით, წმინდა ჩირო იყო ადამიანი, რომელიც ძლიერ დაავადებულ ადამიანებს კურნავდა. ნეაპოლის საავადმყოფოების გარდა მერტენსი საზღვრებსაც ცდება და როგორც ირკვევა ვენესუელაში უგო ჩავესის სიკვდილის შემდეგ 30 წლის ფეხბურთელმა მთელი რიგი მედიკამენტები გააგზავნა და გულშემატკივებს ისინი უფასოდ გადასცა. მოგეხსენებათ ჩავესის სიკვდილის შემდეგ ქვეყანაში ინფლაცია და კრიზისი დაიწყო. 

შეგახსენებთ, რომ ბელგიელი "ნაპოლში" 2013 წელს ჩაირიცხა და მე-5 სეზონს ატარებს.



  • goga1996
  • 10 მარტი 2018 16:24
ა კაცი ასე უნდა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით