კესიე: " მარცხის ძირითადი მიზეზი გამოუცდელობა იყო" » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

კესიე: " მარცხის ძირითადი მიზეზი გამოუცდელობა იყო"

10-03-2018, 11:19

ევროპა ლიგაზე "არსენალთან" დამარცხების შემდეგ "მილანელმა" ფეხბურთელმა ფრანკ კესიემ კომენტარი გააკეთა. კოტ დიუვარელის თქმით, ჯერ არაფერი დასრულებულა და შემდეგ ეტაპზე გასვლა სავსებით რეალურია.

"ყველაფერი გავანალიზეთ. ჩვენი მარცხის ძირითადი მიზეზი გამოუცდელობა იყო, რომელიც მსგავს ტურნირზე იჩენს ხოლმე თავს. კლუბში 2-3 ფეხბურთელი მოიძებნება, რომელიც ამ დონეზე თამაშობს. ყველაფრის დავიწყებას ვცდილობთ და ვეცდებით სერია ა-ში მორიგი სამი ქულა ვიზეიმოთ", - განაცხადა კოტ დიუვარელმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის პირველი მერვედფინალური შეხვედრა "მილანმა" საკუთარ კედლებში 0:2 წააგო და "მეთოფეებს" შანსები გაუზარდა.



  • goga1996
  • 10 მარტი 2018 16:24
მთლად მასეც არაა, მაგრამ ნიჩევი <3

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით